Новая газета-ს ინფორმაციით, ლიბანის ტერორისტული დაჯგუფება “ჰეზბოლა” უკრაინაში 800-მდე მებრძოლს გაგზავნის. ცნობილია ისიც, რომ პირველი 200 მებრძოლი ბელარუსის გომელის საჰაერო ბაზაზე 29 მარტს ჩავა.
გამოცემა წერს, რომ თითოეული მებრძოლის ხელფასი თვეში 1 500 დოლარი იქნება.
მათივე ინფორმაციით, უკრაინაში მათ გაგზავნაზე მოლაპარაკებებს “ვაგნერის” წარმომადგენელბი ალექსანდრ კუზნეცოვი აწარმოებდა.
გამოცემის ცნობით, “ჰეზბოლამ” რეკრუტირების ცენტრები სირიის ქალაქ კუსეირში, ალეპოში, იაბრუდსა და საიიდა-ზეინაბში, ასევე ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში გახსნა, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება აკონტროლებს.