დღეიდან, 28 მარტიდან ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი გაუქმდა.
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა. მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან ნიღაბი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში ატარონ.
დისტანციურ სამუშაოზე მყოფი თანამშრომლები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.
უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე, სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე.
უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან PCR ტესტის გარეშე.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აპრილის თვეშიც გაგრძელდება ვაქცინაციის წახალისების პროგრამა. შესაბამისად, აცრის შემთხვევაში ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს მიიღებენ 50 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები. ხოლო 100 ლარიან წახალისებას იგივე ასაკობრივი ჯგუფები ბუსტერის გაკეთების შემდეგ მიიღებენ.