„უნდა აღვნიშნოთ ის, რომ საწვავის ფასი ბუნებრივია, დამოკიდებულია საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობიდან გამომდინარე არსებულ ფასზე, დღესდღეობით, სახეზე გვაქვს სიტუაცია, როცა საწვავის ფასი განსაკუთრებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში დაახლოებით, 15-20%-ით არის გაზრდილი. ბუნებრივია, საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა და სრულად დამოკიდებულია იმპორტზე, ამ მიმართულებით, ამან ასახვა ჰპოვა საწვავის ღირებულებაზე. მეორე საკითხია, თუ რა შეიძლება იყოს გრძელვადიანი პასუხი საგადასახადო თუ სხვა პოლიტიკის მიმართულებით, საწვავის ფასებთან მიმართებაში და ამ სიტუაციაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა იქიდან გამომდინარე, თუ გადავხედავთ ბოლო 2 კვირის მონაცემებს, დაახლოებით, 15-20 დოლარის ფასებში მერყეობს ყოველდღიურად ვაჭრობის შედეგები, რაც დღესდღეობით არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეულწილად, გრძელვადიანი სტრატეგია იქნას ჩამოყალიბებული. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, რომ გარკვეული სტაბილურობა შენარჩუნდეს საერთაშორისო ბირჟებზე, რაზეც შემდეგ მოხდება შესაბამისი პასუხის გაცემა საგადასახადო, თუ სხვა პოლიტიკის მიმართულებით” – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.