უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა და მისი სრულად ევაკუაცია უნდა განხორციელდეს, – ამის შესახებ ქალაქის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დაახლოებით 160 ათასი ადამიანია დარჩენილი მარიუპოლში ელექტროენერგიის გარეშე.
მერის განმარტებით, 26 ავტობუსი მზადაა მოსახლეობის ევაკუაციისთვის, მაგრამ რუსული ძალები არ თანხმდებიან მათთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნას.
„რუსეთის ფედერაცია გვეთამაშება“,- განაცხადა ბოიჩენკომ.