საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ხმაური იყო. სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას დარბაზში მსხდომი პირები პერიოდულად ტაშით ხვდებოდნენ. ყოფილი პრეზიდენტის ნათქვამზე, რომ „ესენი გაუნათლებელი, ბნელი, რუსეთის „შნირები“ არიან”, დამსწრეთა მხრიდან კვლავ ტაში მოჰყვა. მოსამართლეთა კოლეგიამ დარბაზის ნაწილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა პროკურორებს შეურაცხყოფა მიაყენა.
აღნიშნულის შემდეგ ბრალდების მხარემ მოითხოვა პირის იდენტიფიცირება, რასაც სააკაშვილმა რეპლიკით – „ვაიმე, გული არ გაუხეთქოთ ვინმეს”, უპასუხა.
მოსამართლე ნინო ელიეშვილმა მიხეილ სააკაშვილს გაფრთხილება მისცა და განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტისგან მსგავს განმარტებებს შემდეგ პროცესზე აღარ მიიღებს.
აღნიშნულს სააკაშვილმა კვლავ რეპლიკით უპასუხა – „თქვენ სასამართლო ისევე ხართ, როგორც მე ვარ კოსმონავტი”.
სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების დასწრების გარეშე მიმდინარეობს.
მოგვიანებით, მოსამართლეთა კოლეგიამ პირი – ჯემალ მიქავა, რომელმაც პროკურორებს შეურაცხყოფა მიაყენა, სასამართლოში წესრიგის დარღვევის გამო 500 ლარით დააჯარიმა, ამასთან, ის სხდომის დარბაზიდან გააძევა