დაბა გომისმთაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო აღწერის შედეგები საჯაროდ გამოქვეყნდა

დაბა გომისმთაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო აღწერის შედეგები საჯაროდ გამოქვეყნდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა. დღეიდან ადგილობრივ მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აზომვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, აზომილი ნაკვეთების შესახებ ინფორმაციასა და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ. მონაცემების გაცნობა შესაძლებელია ონლაინ, ბმულზე: https://napr.gov.ge/publishing; ასევე მატერიალური სახით: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში. მისამართი: ქ. ოზურგეთი, ვ. დოლიძის ქუჩა N10. მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაბა გომის მთაზე საველე სამუშაოები 17 აგვისტოდან მიმდინარეობს. აღნიშნულ არეალზე საჯარო რეესტრის საველე ჯგუფებმა, დაინტერესებული პირების მითითების საფუძველზე, მთლიანობაში აზომეს 1631 მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით. იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (უძრავი ნივთის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 2020 წლის 19 დეკემბრიდან 2021 წლის 16 იანვრის ჩათვლით მოგვმართოთ განცხადებით ადგილზე ან მითითებული ბმულის საშუალებით ონლაინ შეავსოთგანაცხადი. ამ დროის შემდეგ მონაცემების შესწორება შეუძლებელი იქნება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია იმ ოთხი მუნიციპალიტეტიდან, რომელიც „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის N562 ბრძანებით განისაზღვრა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებზე: ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციულ ერთეულებში; ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციულ ერთეულებში; გ) ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციულ ერთეულებში; დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაზე.
XMA Header Image
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 91
    ხვალ ოზურგეთს პრემიერ მინისტრი ეწვევახვალ გურიის ახალ გუბერნატორს ოზურგეთლებს პრემიერი გიორგი გახარია წარუდგენს. პრემიერს ოზურგეთში 12 საათისთვის ელოდებიან. შეგახსენებთ, რომ გურიას ახალი გუბერნატორი ჰყავს. გიორგი სახოკიამ აღნიშნულ პოსტზე ზურაბ ნასარაია შეცვალა
    Tags: ახალი, საზოგადოება, მთავარი, თემა, ამბები, პოლიტიკა, რეგიონი
  • 90
    მინდია გოგოჭური კლინიკაში გადაიყვანესმინდია გოგოჭურის მდგომარეობა დამძიმდა. ის ე.წ მატროსოვის ციხიდან კლინიკაში გვიან ღამით გადაიყვანეს. მეოთხე პრეზიდენტის ყოფილი სიძე 30 დღეა შიმშილობს. გუშინ მან გონება დაკარგა და ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. გოგოჭურმა პროტესტის უკიდურეს ზომას ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა, რომლის მიხედვით, მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა -ტარების გამო 4 წლით…
    Tags: ოზურგეთის, და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, რეგიონი
  • 89
    "საამაყო ვარსკვლავებით" არის წარმოდგენილი გურია ერთპარტიულ "პარლამენტში""აი როგორი "საამაყო ვარსკვლავებით" არის წარმოდგენილი გურია ერთპარტიულ "პარლამენტში"-წერს ლანჩხუთის კულტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ირმა მგელაძე და ლანჩხუთ-ჩოხატაურის ყოფილი მაჟორიტარის, "ქართული ოცნებიდან" პარლამენტის წევრის ნინო წილოსანისა და გურიის მოქმედი მაჟორიტარის, ვასილ ჩიგოგიძის იმ განცხადებებზე მიუთითებს, რაც ბუკნარში განვითარებული მოვლენების დროს საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან კრიტიკისა და დაცინვის ობიექტი გახდა. ზოგადად, "ქართული…
    Tags: და, იმ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, რეგიონი
  • 86
    "მეშვიდე კლასში ვიქნებოდი ალბათ, ჩვენმა ნათესავმა გივიამ მოუყვა ბებიას კაკოია ნაცვალაძეს სასწაული თხები გამოუჯიშებია ნასაკირალიდან,ტანად დიდვანი არიენ"ფოტო #ზაქარიაჭელიძე მეშვიდე კლასში ვიქნებოდი ალბათ, ჩვენმა ნათესავმა გივიამ მოუყვა ბებიას კაკოია ნაცვალაძეს სასწაული თხები გამოუჯიშებია ნასაკირალიდან, ტანად დიდვანი არიენ, ორ ბოთლ რძეს დილას იწველებიენ, ორს საღამოსო... ძალიან მომინდა ჩვენც გვყოლოდა ამფერი თხაი და მივადექი კაკოიეს ცოლს ნანის. ნანიმ რავა დაგიკავებ ბიცოლა მარა ჯერე მაკეთაც არაა და რაგიყოო. რომ დამაკდა…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, რეგიონი