“ეს ხელისუფლება სასწრაფოდ უნდა იქნას გაშვებული მთავრობიდან” – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” საუბრობს.
ეს ხალხი, ვინც მისცა “ქართულ ოცნებას” ხმა იმ გაუგებარი მითისთვის, რომ სააკაშვილის ეშინოდათ და იმიტომ რომ სააკაშვილის გვერდით არ უნდოდათ დადგომა, დღეს, მათ მიერ არჩეული ხალხი პუტინის გვერდით დგას ამა თუ იმ ფორმით. ზუსტად არ ვიცი რა ფორმით, კოლაბორაციაა თუ კაპიტულაცია, მაგრამ იქით მხარესაა გადაქაჩული. ეს გასააზრებელია მომავლისთვის და იმის გასააზრებლად, რომ ეს ხელისუფლება სასწრაფოდ უნდა იქნას გაშვებული მთავრობიდან, იმიტომ რომ საქართველო კრიტიკულ პერიოდში შედის ჩვენი ევრაზიის და განსაკუთრებით პოსტრსაბჭოთა რეგიონი და არ შეიძლება აქ იყოს ხელისუფლება, რომლის მთავარი თემაც არის ბიძინა ივანშვილის რესურსების დაცვა და მეტი დასაცავი მათ არაფერი აქვთ, – ამბობს მარგველაშვილი.