რუსეთის არმიის სამხედრო მეთაურები საკუთარი ჯარისკაცების ცხედრებს, როსტოვში, მეტალურგიული საწარმოს ღუმელებში, წვავენ- ამის შესახებ უკრანულ მედიას ინტერვიუ ცნობილმა რუსმა უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა, მისცა.
ფეიგინი ამტკიცებს, რომ დიდი მსხვერპლის დასამალად ცხედრებს წვავენ, თავადაპირველად რუს ჯარისკაცებს უკრაინაში მობილური კრემატორიუმები ჰქონდა წაღებული, თუმცა ამ გეგმამ ვერ იმუშავა. ამიტომ ახლა რუსი ჯარისკაცების ცხედრები როსტოვში გადააქვთ და იქ ანადგურებენ.