მდინარაძე საწვავზე: ფასის გაზრდა ცუდია, მაგრამ ეს ხდება ყველგან, რეგიონში ომია

”რა თქმა უნდა, ფასის გაზრდა არის ძალიან ცუდი რამ, მაგრამ ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს ხდება ყველგან. იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში არის ომი. ომია, რომელმაც დააზიანა ის ქვეყანა პირველ რიგში, რომელიც არის ოკუპაციის მსხვერპლი – უკრაინა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა. [დააზიანა] მათ შორის სავაჭრო ბრუნვაში, ნავთობმომწოდებლებთან დაკავშირებით და რამაც გამოიწვია კონკრეტულ პროდუქტზე ფასის ზრდა და საქართველო აღმოჩნდა იმ იშვიათ გამონაკლის ქვეყნებში, სადაც მხოლოდ ხელისუფლებას აბრალებენ ამას და არა – ომს. ” ამბობს  ”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საწვავის გაზრდილ ფასზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share