”რა განსხვავებაა ქოცსა და ქართველს შორის? მარტივი მაგალითი:
– ქოცი უკრაინას უსურვებს მშვიდობას.
– ქართველი უკრაინას უსურვებს გამარჯვებას.
ახლა ნახეთ: პუტინმა რომ მოიგოს ეს ომი (არ მოხდება, მაგრამ დავუშვათ), ეგეც “მშვიდობა” იქნება. გვინდა ეგეთი “მშვიდობა”? ქოცს უნდა.
ქართველი უკრაინელს უსურვებს გამარჯვებას, ანუ ასევე მშვიდობას. უბრალოდ, ნებისმიერს კი არა, რუსების დედის ხვნის შედეგად დამდგარს – ლაღს, რეალურს, ღირსეულს.
აი, ეს განსხვავებაა ქართველსა და ქოცს შორის.” – ასე ეხმაურება პოლიტიკოსი ზაზა ბიბილაშვილი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ.