რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიანიჭა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.
ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერის, მაგომედ დაუდოვის განცხადებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს რამზან კადიროვს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.
„ძვირფასო მეგობრებო, მთელი გულით ვულოცავ ჩემს ძვირფას ძმას, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს, რუსეთის გმირს რამზან ახმატოვიჩ კადიროვს რუსეთის პრეზიდენტის, უზენაესი სარდლის ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდების მინიჭებას!“- დაწერა დაუდოვმა ტელეგრამის არხზე.