დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ თრასის თქმით, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს უკრაინა “არ უნდა გაიყიდოს” და პუტინმა უკრაინაში შეჭრით სარგებელი არ უნდა მიიღოს. განცხადება თრასმა თემთა პალატაში გამოსვლის დროს გააკეთა.
აღნიშნა, რომ პუტინი “მოლაპარაკებების მიმართ არასერიოზულია” და აგრძელებს უდანაშაულო მოქალაქეების დაბომბვას. მან ასევე თქვა, რომ G7-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ უნდა მოიხსნას სანამ პუტინი ომს აგრძელებს და უკრაინაში ჯარები ჰყავს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებმა წარსულში დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს.
“მათ შორის საუბარია “2014 წლის კონფლიქტის დარეგულირებაზე, რომელმაც ვერ უზრუნველყო უკრაინის ხალხის ხანგრძლივი უსაფრთხოება. ამის შემდეგ, პუტინი უბრალოდ მეტისთვის დაბრუნდა, ამიტომ ამ საშინელი აგრესიის შემდეგ ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ მისი გამარჯვება“, – თქვა თრასმა.