პროტესტი “ალტ-ინოფს” – სოფელ დარჩელში “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისიდან ბანერი ჩამოხსნეს და დაწვეს

სამეგრელოში, სოფელ დარჩელში “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისიდან ბანერი ჩამოხსნეს და დაწვეს. მოსახლეობა ოფისის გაუქმებას ითხოვს. ადგილობრივები  გუშინ საღამოს რამდენიმე საათის განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავდნენ.

ოფისი “ალტ – ინფოს” წევრებმა დღეს გახსნეს, სახლი მათ ერთ-ერთმა ადგილობრივმა, მადონა ცომაიამ დაუთმო. აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად, სწორედ ცომაიას სახლთან შეიკრიბნენ, სადაც მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ.

“აი ასე იწვის პუტინის რუსეთი, იმპერია 220 წლის შემდეგ ზუსტად ასე დაიწვება და ყველა წარწყმდება, ყველა ადამიანი, ვინც მოვიდა აქ და სოფელ დარჩელში დაკიდა ეს ბანერი. ასე დამთავრდება ზუსტად პუტინთან ერთად მისი არსებობა. ალტ-ინფოს აქ არ შემოვუშვებთ და ყველას ვინც ამას დაკიდებს, აი ასე გავუკეთებთ”, – თქვა საკრებულოს წევრმა ენმ-დან, მაია კალანდიამ. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ “ალტ-ინფოს” წევრებს სოფელ დარჩელში მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share