Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 903 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 175 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 728 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 698 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 647 243-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.92% ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.12%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 036 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 622 432-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 730 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 698 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 254 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 102, ქვემო ქართლი – 39, შიდა ქართლი – 50, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 63, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი -19, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 32.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 8 055 საიდანაც, 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 319, აჭარაში – 39, იმერეთში – 121. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 159 პირი, მათ შორის, თბილისში – 89, აჭარაში – 24, იმერეთში – 24. 7 463 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.