“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს სასამართლოში უჩივის და მის გამოკითხვას ითხოვს. სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოება 3 წლის დაგვიანებით დაიწყო.
პარტიის ლიდერმა ოლიგარქს ცილისწამების ფაქტზე უჩივლა. საქმე ეხება 2016 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან ნათელაშილი რუსეთთან პირდაპირ კავშირში დაადანაშაულა.
სარჩელი მიმართულია ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც პირადად უდგას სათავეში ეს წლები “ლეიბორისტული პარტიის” წინააღმდეგ არჩევნების მასობრივ გაყალბებას., რაც დმათვარდა პარტიის აკრძალვით, ჩემი გამოძევებით პარლამენტიდან. ეხებოდა იმას, რომ ჩვენ ვფინანსდებით ანუ მე ვფინანსდები რუსეთის ჯაშუშებისგან. ვითხოვთ, რომ ის მოვიდეს სასამართლო პროცესზე. პასუხი გაგვცეს დასმულ კითხვებზე და თან მიეჩვიოს სასამართლო დარბაზში ყოფნას”, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
საქმეზე საქალაქო სასმაართლომ ცილისწამების ფაქტი არ დაადგინა.