„მე მაქვს iPhone 11 PRO – ბოლო მოდელი არაა, გამოვიდა უკვე iPhone 12“ – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი „ტვ პირველის“ ეთერში განმარტავს, თუ რაში სჭირდება IPhone 11 PRO.

„კამერა ეს არის იარაღი ადამიანის ხელში, მეც მაქვს კამერა და ბრალი დამდეს, რომ ბოლო მოდელი ტელეფონი მაქვს და ეს იმიტომ, მაქვს რომ გადიდების ფუნცია აქვს, ლინზა არ სჭირდება ადრე ლინზით ვიღებდი. შემიძლია ეხლა გადაგიღოთ და ხმაც ჩაიწერება, თორემ სხვა ტელეფონით შორს უნდა წავიდე, რომ მთლიანად გამოჩნდეთ – აი ამიტომ მიჭირავს ეს ტელეფონი ხელში.

ბოლო მოდელი არ მაქვს, ბოლო გამოვიდა IPHONE 12 , მე მაქვს IPHONE 11 PRO“ – განაცხადა მეუფემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share