რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედისნკიმ თქვა, რომ რუსეთმა მიიღო წერილობითი წინადადებები უკრაინისგან, რომელიც ადასტურებს მის სურვილს ნეიტრალური და არაბირთვული სტატუსის შესახებ.
მედინსკის თქმით, უკრაინა უარს ამბობს სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე მის ტერიტორიაზე უსაფრთხოების გარანტი ქვეყნების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის თანხმობის გარეშე.
“ჩვენ მივიღეთ წერილობითი წინადადებები უკრაინისგან, რომელიც ადასტურებს მათ სურვილს ნეიტრალური, არამიმართული და არაბირთვული სტატუსის შესახებ, უარი თქვას ყველა სახის მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებაზე და განთავსებაზე, მათ შორის ქიმიური და ბაქტერიოლოგიური. უცხოური სამხედრო ბაზებისა და უცხოური ჯარების შემოყვანაზე ტერიტორიაზე”.- ამბობს მედინსკი.
მედინსკი მოლაპარაკებებით კმაყოფილია და მას კონსტრუციული უწოდა. მისივე თქმით, უკრაინისგან კონკრეტული შემოთავაზებები მიიღეს, რომელსაც განიხილავენ.
“რუსეთი ორ ნაბიჯს დგამს უკრაინის მიმართ კონფლიქტის დეესკალაციისთვის”- აღნიშნა მან.
მედინსკი ამბობს, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა შესაძლებელია მაშინ, როდესაც შეთანხმება მზად იქნება.
“რაც შეეხება სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრის საკითხს, თავიდანვე ვთქვით, რომ ეს შეხვედრა შესაძლებელია. შესაძლებელია, როცა ხელშეკრულება მზად იქნება ხელმოწერისთვის, მოლაპარაკებების და საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ შემუშავებული”. – ამბობს მედინსკი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით შეამციროს საომარი მოქმედებები. ინფორმაცია სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელდა.