კადიროველმა ,,ტიკტოკერებმა” მარიუპოლში მაგარი ბრძოლები დადგეს – ,,აზოვის” პოლკი

,,აზოვის” პოლკის მებრძოლები ეხმიანებიან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ მოინახულა ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, თითქოს მარიუპოლში მიმდინარე ბრძოლის დროს დაჭრილი საველე მეთაური,  რუსლან გერემიევი.

მარიუპოლში, ცარიელი, დანგრეული სახლის წარუმატებელი ,,შტურმის” დროს დაიჭრა კადიროვთან დაახლოებული პირი, საველე მეთაური და ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორი, რუსლან გერემეევი.

სავარაუდოდ, ამ ჭაღარაწვერებიან მთიელს ფეხი დაუცდა ბოთლზე, რომელიც დააგდეს რუსებმა, ან გერემეევმა თავის თავზე მიიღო ცარიელი  ფანჯრების შეტევა და თავისი სხეულით გადაეფარა ჩეჩენ ტიკტოკერებს, გადაარჩინა მათი სიცოცხლე.

იმედი გვაქვს, გერემეევი მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვლება და უკრაინა შურს იძიებს ნემცოვის გამო, რაც ვერ გააკეთეს რუსმა პატრიოტებმა და ძალოვნებმა.- აცხადებენ აზოვის მებრძოლები.

რამოდენიმე დღის წინ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ იბრძვიან ჩეჩენი მებრძოლები მარიუპოლში, მათ შორის, საველე მეთაური, რუსლან გერემეევიც.

მარიუპოლის მცველებს ვიდეო, სადაც ჩეჩნების ბრძოლაა ასახული, დადგმულად მიაჩნიათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share