არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს” ხელმძღვანელი და სამოქალაქო აქტივისტი, ირმა გორდელაძე ოზურგეთსა და ჩოხატაურში პრორუსული ორგანიზაციის – ალტ ინფოს ოფისების მუშაობის შესახებ საუბრობს.
როგორც ირმა გორდელაძე საკუთარ ფეისბუქ- გვერდზე წერს, ალტ ინფოს ოფისი ოზურგეთში თითქმის არ ფუნქციონირებს და ერთდღიანი გახსნის შემდეგ ისევ დახურულია, ჩოხატაურის ოფისი კი ძირითადად ღამით იხსნება, როცა ოფისში ინვენტარის შეტანა სურთ:
”გურული”ანტიფოების” ოფისები ოზურგეთსა და ჩოხატაურში.
ოზურგეთში ფართის მეპატრონეს ვესაუბრე და კაცი თავს იკლავს არ გამიქირავებიაო. მარტო იმ ერთი დღისთვის შევიდნენ და გამოვიდნენო. რა ვიცი პოლიცია კი იცავს დაგლესილ ფართს?
ჩოხატაურის ოფისში ღამე დაძვრებიანო , ინვენტარიც შეაქვთო….ფართის მეპატრონის მეუღლე რუსეთის მოქალაქეა. ყველას გამოვააშკარავებთ, ვინც ღალატობს ქვეყანას და ამათ ფართს მიაქირავებს.
აუცილებლად ვესტუმრებით ჩოხატაურს.
ჩოხატაურის სამოქალაქო აქტივისტებო! დაგვხვდით, მოვალთ, ძალა ერთობაშია.
#არარუსულაგენტურასგურიაში!” წერს გორდელაძე.