მარიუპოლის საკრებულო აცხადებს, რომ უკრაინის ალყაშიმოქცეულ ქალაქ მარიუპოლის მარცხენა სანაპიროს №2 სამშობიაროდან იძულებით გამოიყვანეს 70-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სამედიცინო პერსონალი და პაციენტები.
“რუსეთი არღვევს ადამიანის ყველა შესაძლო საერთაშორისო უფლებას. ეს შეიძლება შევადაროთ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური ჯარების ქმედებებს. მაგრამ ჩვენ არ დავტოვებთ მარიუპოლის მცხოვრებს, რომელიც ნების საწინააღმდეგოდ რუსეთში იქნა დეპორტირებული. ჩვენ ვქმნით ქალაქის დეპორტირებულთა ბაზას და ვავითარებთ თანამემამულეთა დაბრუნების ეფექტურ მექანიზმს.
ეს არის დიდი სამუშაო, რომელსაც ჩვენ დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის პავლო კირილენკოს ხელმძღვანელობით ვასრულებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხალხი დავბრუნდეთ სახლში”, – განაცხადა მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ.
ქალაქის საკრებულოს ცნობითვე, მანამდე, რუსმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით 600 ადამიანი გაიტაცეს ქალაქის #1 საავადმყოფოდან.