“ძალიან მძიმედ ვარ მართლა” – რა სჭირს ირინა სარიშვილს?

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ქუჩაში გადამხდარ ისტორიაზე სოციალურ ქსელში წერს:

“ძალიან მძიმედ ვარ მართლა.
ყოფითი პრობლემები, რომლებიც ყოველდღიურად იმატებს ისე რომ დილით გაღვიძების გეშინია…

მოსატანია უკრაინასთან მაგრამ ადამიანი ვარ და მეფიქრება მაინც…
უკრაინა, რომელიც მე პირადადაც მეხება…
ყველა ბავშვის დანახვაზე ცრემლები მომდის, საკუთარ პატარებსაც ვტირი და ისე ვეფერები…
მოკლედ აი ასე დახუნძლული ემოციებით მივბოდიალობ ჩემთვის პურზე და ისე გავცდი მაღაზიას და ჭავჭავაძეზე აღმოვჩნდი ვერ გავიგე…
უცებ ვხედავ პატარა გოგონა, ასე 7-8 წლის იქნება მოდის ჩემთან, ხელებს მხვევს, დავიხარე ჩასახუტებლად, პატარა თითები გულზე დამადო, სადაც უკრაინის დროშის გულსაბნევი მიკეთია წარწერით და თავის ულამაზეს ენაზე მეუბნება მადლობას. მერე ახალგაზრდა ქალიც მოვიდა, ვისთან ერთადაც იყო, ალბათ დედა, გადამეხვია და ისიც მადლობას მეუბნება! რისთვის ხალხო! გულსაბნევისთვის!
მოვიგებთ აბა რა!
დიდება უკრაინას!”, – წერს სარიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share