“დაწყებული დასასრულებელია. კიევის აღება უნდა მოხდეს” – კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი კიევის აღებისთვის დაწყებული ბრძოლის დასრულებისა და უკრაინის დედაქალაქის აღების მოწოდებით გამოდის.

“არ უნდა მოხდეს გაჩერება, დაწყებული დასასრულებელია. კიევში უნდა მოხდეს შესვლა და მისი აღება”

შეგახსენებთ, რომ დღეს, სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით შეამციროს საომარი მოქმედებები.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვლიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით რუსული ჯარი თავს დაესხა უკრაინას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share