უკრაინის რადაში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს აკრძალვას გულისხმობს.
კანონპროექტი, რომლის ავტორი პარტია „სვაბოდას“ ლიდერი ოქსანა სავჩუკია, გულისხმობს, ფუნქციონირება აეკრძალოს უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედ მოსკოვის საპატრიარქოსა და მასში შემავალ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას. ასევე, კანონის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში, მათ ჩამოერთვათ ქონება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ომის დაწყებამდე მოსკოვის საპატრიარქო ღიად უწყობდა ხელს უკრაინულ საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას, ეკლესიებსა და მონასტრებში მალავდა რუსეთის აგენტებს და რომ მოსკოვის საპატრიარქო, არის რუსული პროპაგანდის წყარო.
კანონპროექტს რადა 5 აპრილის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.