საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით, კარგი იქნებოდა საპარლამენტო განხილვებისას ქართულ ოცნებასთან ერთად ერთად რაციონალური და ობიექტური ოპოზიციაც ყოფილიყო, თუმცა ამბობს, რომ მათი არჩევანი, საბოტაჟის რეჟიმში იყვნენ საპარლამენტო ცხოვრების მიმართ არის დიდი უპასუხისმგებლობა.
“გასაგებია, რომ საყურებლად შეიძლება უხერხულია, როდესაც მათ, ასე ვთქვათ, ფეიკ დრამატიზმს არ ვუყურებთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყველა ის კითხვა, რომელიც ჩვენს ამომრჩეველს აწუხებს მხრიდან იქნება დასმული და მუდმივად ვიმუშავებთ ამ საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში. ეს არის საპარლამენტო ზედამხედველობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი”, — აცხადებს წილოსანმა.
დღეს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ოფიციალურად პარლამენტმა მუშაობა 11 დეკემბერს დაიწყო. ამის პარალელურად, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს. ქართული ოცნება ამბობს, რომ ყველა ასეთ პარტიას მანდატები გაუუქმდება, ხოლო დაფინანსება შეუწყდება. მმართველი ძალის განცხადებითვე, ისინი დააინიცირებენ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.