ამბავი სისონა დარჩიას ძმის მკვლელობის შესახებ – ირაკლი მახარაძე

”თანამედროვეს მიერ გადმოცემული ამბავი სისონა დარჩიას ძმის მკვლელობის შესახებ: “სისონაი, ვასილაი და ილარიონა დათუნაშვილი ქე არიან სისონასას. ქალმა სადილი აჭამა ფირალებს, მერე იგენს დიეძინა და მან შეატყობინა ნინიძეს. დიდი ჯარი დიეცა ფირალებს. ჯარს ახდა: ნინიძე, ესე გურიელი, იაგოროვი (ვეზდის ნაჩანიკი) და ლევან გურიელი (ესეს შვილი), სულ სამოც კაცამდი იქნებოდა…. რამდენ სტრაჟას მოკლავდენ ფირალები, იმდენ ურას იზახოდენ. სულ სამი მოკლეს… მერე სისონამ მითხრა რაფერ ყოფილიყო საქმე: “გადავწყვიტეთ გარეთ გამოსლა ყველამ. გადავკოცნეთ ერთქამეთი, დავემშვიდობეთ და გამუარდით გარეთ. პირველათ მე გამუარდი და იმფერ არდგილძე ვიშონე შესაფარი, რომ სტრაჟები ვეფერს დაგვაკლებდა და დუუძახე ვასილას და ილარიონას აქეთ გამეიქეცით მეთქინ. მარა იგენმა ვერ გეიგონეს. ჩემ მერე ვასილა გამოხტა გარეთ, მარა მოკლეს (გადმოცემით შვიდი-რვა ტყვია მოარტყეს _ ი. მ.). ამის მერე ილარიონა გამუარდა და გევიდოდა, მარა ხრამში ჩავარდა. ხეზე მიეტანა ხელი, მარა ხემაც ვეღარ შეიმაგრა, მძიმე იყო. გიორგი ღლონტმა (ესეს მოურავმა) დიედევნა, მარა იგიც ილარიონასან ჩავარდა. ისე დეიმტრა ღლონტი, რომ ლოგინით წეიღეს. ილარიონა ურმით წეიყვანეს”
მიუხედავად დიდი საშიშროებისა სისონა ტირილში მაინც მივიდა და ძმა დაიტირა. ამ ეპიზოდს ლექსი ასე გადმოგვცემს:
დალოცვილი სისონაი
ნაქებია ბიჭობაში
შევიდა და ძმა იტირა,
არ შეშინდა ამდენ ჯარში…
ადე ბიჭო, შემომხედე,
თოფი არ მკრას ვინმემ თავში.
მალე შენსა მოღალატეს
გავაგზავნი მაღლა ცაში.
ლექსის სხვა ვარიანტიდან კი განსხვავებული სურათი იხატება: დაჭრილმა ვასილამ მახლობელ ეზოში დალია სული, სისონამ ეს დაინახა, უკან მობრუნდა, დაიტირა ძმა და ისევ გაიქცა:
ვასილა უკან მიზდევდა,
ასე მეგონა სულ გვერდში.
ღობეზე რომ შემოახტა,
ტყვია მოაწებეს გვერდში,
ის კი გასაკვირი იყო,
სული ამოხდა ერთ ვერსში.
უბედური სისონაი
ნაქებია ბიჭობაში.
მობრუნდა ძმაი იტირა,
არ შეშინდა იმდონ ჯარში.”
ირაკლი მახარაძე
შეიძლება იყოს შენობის გარეთ და ხე-(ი)ს გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share