ეროვნული ბანკი ლარის და ეკონომიკის გადასარჩენად ისევ ტრადიციულ მეთოდს იყენებს. დღეს რეფინანსირების განაკვეთი კვლავ გაიზარდა, რისი მიზანიც ინფლაციის შეკავებაა, მაგრამ პარალელურად ცხოვრება გაუძვირდა ყველას, ვისაც სესხი ლარში აქვს.
ეკონომისტები ამ ხისტი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად მთავრობის არაეფექტურობას ასახელებენ. ექსპერტები დაბეჯითებით ამბობენ, რომ დღევანდელი მდგომარეობის მიზეზი დიდწილად “ქართული ოცნების” ეკონომიკური პოლიტიკაა, რომელიც არც მომავალში მოიტანს დადებით შედეგებს.