”ხვალ დილით სასამართლო პროცესია, ჩემი და ივანიშვილის ცნობილი დავა, კურდღელივით ჩირგვებშია შემალული და არა მარტო დებატზე არ მიჯდება, სასამართლო პროცესზეც არ მოდის. ხვალ დილით, ივანიშვილს ვიწვევ, მოვიდეს სასამართლოს ეზოში და იქ გააკეთოს განცხადება და დაგმოს რუსეთის აგრესია უკრაინაში. არაფერს არ ვეტყვი, ტაშს დავუკრავ. მაგრამ ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ ის არის პუტინის თანაშემწე” – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა “TV პირველის” ეთერში განაცხადა.