უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის ცხედარს, საქართველოში სავარაუდოდ, ხვალ ჩამოასვენებენ

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, ირპენში დაბომბვის დროს დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის ცხედარს, საქართველოში სავარაუდოდ ხვალ ჩამოასვენებენ.

“დღეს საღამოს, ადგილობრივი დროით გამოფრინდება რეისი ვარშავა-თბილისი და დიდი ალბათობით, დავით გობეჯიშვილის ცხედარი საქართველოში ხვალ დილით ჩამოსვენდება. ჯერჯერობით ყველაფერი გრაფიკით მიდის და არ მგონია რაიმე შეფერხება იყოს,”- აცხადებს გიორგი ზაქარაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share