“ნაციონალური მოძრაობისა” და მეხუთე კოლონის განმარტება იდენტურია, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ “იმედი LIVE-ში” განაცხადა.
“ხალხი, რომელიც ცდილობს, რომ დამალოს რეზოლუციის პუნქტები და საერთოდ არ ახსენებს პუნქტს სადაც 7 აგვისტოა მოხსენიებული ომის დაწყების თარიღად და ამ 7 აგვისტოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ცხინვალის დაბომბვა, ამას რომ მხარი დაუჭირეს, ეს ხალხი არასოდეს აღიარებს იმას, რასაც რეალურად აკეთებენ. ამათთან წაიკითხე მგლის თავზე სახარება, აზრი არ აქვს, მაგრამ ყველაზე საინტერესო მომენტი ის იყო, რომ არც ერთ ადამიანს, რომელმაც დღეს ჩემი პოსტი წაიკითხა, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტიდან ამოღებული მქონდა მხოლოდ “მეხუთე კოლონა“ დანარჩენი დატოვებული იყო სიტყვა-სიტყვით. არც ერთ ადამიანს არ შეჰპარვია ეჭვი იმაში, რომ აქ საუბარი იყო “ნაციონალურ მოძრაობაზე“, იმდენად იდენტურია “ნაციონალური მოძრაობისა” და მეხუთე კოლონის განმარტება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.