ქაშვეთის ეკლესიაში უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
დავით გობეჯიშვილი ვარშავიდან სამშობლოში დღეს დილით გადმოასვენეს. აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი.
გარდაცვლილს საღამოს ტყიბულში გადაასვენებენ. ცნობილია, რომ მას სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ, თუმცა დაკრძალვის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.
ცნობისთვის, ქართველი გმირი, უკრაინის დედაქალაქიდან სამხედრო პატივით გააცილეს. ცხედარი კიევის მაცხოვრის სახელობის ტაძარში იყო დასვენებული და მის ხსოვნას უკრაინელმა და ქართველმა ჯარისკაცებმა პატივი მიაგეს.
დავით გობეჯიშვილი 4 დღის წინ ირპენთან სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. ის მეოთხე ჯარისკაცია, რომელიც უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას შეეწირა.