ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელიც დღეს, 12 საათზე ოზურგეთის სააკრებულოს სხდომათა დარბზში დაიწყო, მას შემდეგ გადაიზარდა ურთიერთდაპირისპირებასა და აურზაურში, რაც საკრებულოს წევრებს, თავმჯდომარემ – დავით დარჩიამ დღის წესრიგი გააცნო.
ოპოზიცია აპროტესტებდა, რომ დღის წესრიგში შეტანილი არ იყო მოსახელობის უმუშევრობის საკითხები , ასევე გზების მოწესრიგება და ასე შემდეგ.
ამასთან დაკავშირებით სიტყვა “ნაციონალური მოძრაობიდან” დეპუტატმა, თათია ნიკოლაშვილმა ითხოვა. მას საკრებულოს რეგლამენტის დარღვევის გამო, თავმჯდომარემ სიტყვა არ მისცა, თუმცა ნიკოლაშვილი გამოსვლას აგრძელებდა და ვინაიდან საკრებულოს წევრებმა მისი გამოსვლის ჩახშობა სცადეს, დეპუტატი იძულებული გახდა, კოლეგებისთვის მეგაფონის საშუალებით მიემართა, რამაც კიდევ უფრო მეტად დაძაბა სიტუაცია. ნიკოლაშვილი ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ ჩაანაცვლა, რამაც უფრო მეტი გაღიზიანება გამოიწვია უმრავლესობაში. “ქართული ოცენების” წევრმა, მარიკა ჩხიკვიშვილმა ოპოზიცია დებოშში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი მიზანი ის არის, რომ საკრებულომ განვლილ ოთხ წელზე არ იმსჯელოს, რადგან ისინი ყოფილ მერთან ერთად უამრავ კორუფციულ გარიგებებში იყვნენ.
თავის მხრივ, დაპირისპირება იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ბიგვავასა და დავით მჟავანაძეს შორის.
მჟავანაძემ ბიგვავას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ის ცრუ დამსმენი იყო და მორალური უფლება არ ჰქონდა , მსგავსი ტიპის განცხადებები გაეკეთებინა, რამაც ლავრენტი ბიგვავას აღშფოთება გამოიწვია და მან სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნება მოითხოვა.
ოპოზიცია ხელისუფლებას რუსეთის პარტიას ეძახდა, ხელისუფლება ოპოზიციას კი ომის პარტიას. მსგავსი შეძახილ-გადმოძახილები დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა . დაპირისპირებაში გახარიას წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
მოგვიანებით, “ნაცონაალურმა მოძრაობამ” სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რასაც დავით დრჩიას რეპლიკა მოჰყვა – ” თუ საერთოდ უკან არ დაბრუნდებით, უკეთესი იქნება”.