საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები, დათა პაპას ცოლი, ვალია ვანიშვილი არ უჭერს მხარს ანატოლი ბიბილოვის განცხადებას რუსეთთან გაერთიანების შესახებ და ამბობს, რომ მისი ერთადერთი მოთხოვნა მავთულხლართებით შემოსაზღვრული ღობის აღებაა.
“რუსებთან რა მინდა? მე ქართველებში ვარ… მაგას რუსები არ უყვარდა, აქეთ მხარე არ უყვარდა… მე პენსიას ქართველებისგან ვიღებ და ქართველებისგან ვცხოვრობ”, – ამბობს ვალია ვანიშვილი.
30 მარტს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება “რესპუბლიკის” სტრატეგიული მიზანია. აღნიშნულ საკითხზე ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ