პესკოვი ე.წ. რეფერენდუმზე: რუსეთს არაფერი მოუმოქმედებია

“რუსეთს არაფერი მოუმოქმედია იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთი შემოერთებინა, თუმცა რეფერენდუმს პატივისცემით ვუყურებთ”- ამბობს კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი  დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას რუსეთთან მიერთების სურვილზე.

“ჩვენ ვსაუბრობთ სამხრეთ ოსეთის ხალხის აზრის გამოხატვაზე და მას პატივისცემით ვეპყრობით. პოზიციას ვერ გამოვხატავ, არანაირი სამართლებრივი და სხვა ქმედება არ განგვიხორციელებია”.- ამბობს პესკოვი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების რეფერენდუმი შესაძლოა მაის-ივნისში ჩატარდეს.

30 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა ლიდერმა თქვა, რომ ჩატარდებოდა რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი.

“სამხრეთ ოსეთი იქნება რუსეთის ნაწილი – ზომებს მალე მივიღებთ” – თქვა ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share