რუსული ქვედანაყოფები უკან არ იხევენ, არამედ, ტაქტიკურ გადაჯგუფებას ახორციელებენ- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგი სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე ამბობს, რომ პუტინი დონბასის რეგიონში შეტევის გასაძლიერებლად ემზადება. პარალელურად ოკუპანტები კიევსა და სხვა ქალაქებზე ზეწოლას განაგრძობენ.
ამ ფონზე იენს სტოლტენბერგი უკრიანაზე დამატებით შეტევით ქმედებებს არ გამორიცხავს.
ჩვენი დაზვერვის თანახმად, რუსული ქვედანაყოფები უკან არ იხევენ. რუსეთი ცდილობს, გადაჯგუფდეს, მომარაგდეს და დონბასში შეტევა გააძლიეროს, ამავდროულად კიევსა და სხვა ქალაქებზე ზეწოლას აგრძელებს. ასე რომ , ჩვენ შეიძლება, დამატებით ქმედებებს ველოდოთ, რომელიც კიდევ უფრო მეტ ტანჯვას მოიტანს – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.