თვეზე მეტია ამ საშინელ რეალობაში ვცხოვრობთ. ზოგჯერ ყველაფერი, რასაც განვიცდით, კოშმარი მგონია, მინდა გავიღვიძო, მაგრამ ეს შემზარავი რეალობაა – უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა გერმანულ გამოცემა Die Zeit-თან ინტერვიუში ომის 1 თვეზე და იმ ახალ და ურთულეს რეალობაზე საუბრობს, რომელში ცხოვრებაც მასა და მის შვილებს უკრაინელ ხალხთან ერთად უწევთ.
ოლენა ზელენსკა ამბობს, რომ მის მეუღლეზე ზეწოლას ოკუპანტი ოჯახზე მუქარით ცდილობს და ნამდვილი “ნადირობა” აქვთ გამოცხადებული, თუმცა უკრაინის პირველი ლედი ამ საშიშროების ფონზე საუბრობს იმ დანაშაულებებზე, რომლებიც ოკუპანტებმა ჩაიდინეს:
“რამდენი დაუცველი ბავშვი დაიღუპა, ოჯახები გაანადგურეს, უიარაღო უკრაინელები დახვრიტეს. რუსებს უნდათ ჩემს მეუღლეზე ზეწოლა ოჯახის მუქარით. გეგმა რეალურია, ამიტომ ჩვენი უსაფრთხოება გაძლიერებულია.
ამიტომ მაწუხებს ყველაზე მეტად მარიუპოლის, ხარკოვის, ირპენისა და კიევის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქის მცხოვრებლები. მრავალი დღეა მათ არ აქვთ საჭმელი და სასმელი. სარდაფებიდან ვერ გამოდიან, რადგან ქუჩაში დახვრეტენ. მეშინია მარიუპოლელი დედის დღიური წავიკითხო, როცა ის შვილს სწერს: „ერთი დღე მაქვს დარჩენილი” – ამბობს ოლენა ზელენსკა.
ოლენა ზელენსკას თქმით, ყველაზე მთავარი, რაც უკრაინელებს ამ ომში ეხმარება, ესაა ჯარის, ქვეყნის სიყვარულისა და გამარჯვების იმედი და რწმენა:
საშინელებაა, რომ ბავშვებთან მოგზაურობაზე, TikTok-ზე ან სასკოლო დავალებაზე ლაპარაკის ნაცვლად, ბომბებზე, რაკეტებსა და თავისუფლებაზე უნდა ვისაუბროთ. შემაძრწუნებელია, რომ ბავშვებს უწევთ სირენების ხმაზე გაღვიძება და ბუნკერებში თავის შეფარება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს ავუხსნათ რა ხდება.
ჩვენი უფროსი შვილი, ჩვენი ქალიშვილი, დამოუკიდებლად ეძებს ინფორმაციას და ყველაფერი ისე კარგად ესმის, როგორც მე. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ხდება. ჩვენი უმცროსი შვილიც ხვდება, რომ უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის. ის ომზე ხატავს, ეს საშინელებაა. ვისურვებდი, რომ სხვა რამე დახატოს. ვოცნებობ დღეზე, როდესაც ის კვლავ ბეტმენისა და სპაიდერმენის დახატვას დაუბრუნდება…
მათ არ დაუსვამთ ზედმეტი კითხვები და გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ ძალიან სწრაფად. ეძინათ რამდენიმე დღე ტანსაცმლით. ერთ ღამეს იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ საჰაერო განგაშის ხმაზე მეძინა. ჩემმა შვილმა ძალიან მშვიდად გამაღვიძა და მითხრა: “დედა, ისევ სარდაფში უნდა დავბრუნდეთ. გაიღვიძე, შეგიძლია მოგვიანებით დაიძინო” ამბობს ოლენა ზელენსკა
ოლენა ზელენსკა მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის საფრანგეთის პირველ ლედის ბრიჯიტ მაკრონსა და პოლონეთის პირველ ლედის აგატა დუდას.
“იმისათვის, რომ ასეთ დროს ყველამ სუფთა სინდისით დაიძინოს, თქვენ უნდა იმოქმედოთ!” ამბობს ის.