გადაჭარბებულია თქმა, რომ დიდი განსხვავებაა, – ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი CNN-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით, მისი და საქართველოს მთავრობის განსხვავებულ პოზიციებს ეხებოდა.
“ეს არ არის ზუსტი დახასიათება. ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში და საქართველოს ფინანსური სექტორისთვის ესეც დიდ რამეს ნიშნავს. ასევე, მონაწილეობას ვიღებთ უკრაინის მხარდასაჭერად მიღებულ ყველა რეზოლუციაში. ვფიქრობ, გადაჭარბებულია თქმა, რომ დიდი განსხვავებაა. ეს შეიძლება ეხებოდეს სიტყვებს, რომელსაც მთავრობა იყენებს, – ამბობს ზურაბიშვილი.