რთული ვითარებაა, პირდაპირ ვიტყვი და ამ რთულ ვითარებას აქვს ერთი მარტივი მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც აქ არიან ოპოზიციაში, თან საუბარია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილზე, უკრაინაში არიან ხელისუფლებაში. ანუ არის ასეთი უნიკალური, ძალიან რთული და ცუდი მოცემულობა. იგივე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელია. ასევე, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები. თან, თავიანთი კრიმინალური წარსულით გამორჩეული ადამიანები.
ისინი უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე არიან და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ვითარების რადიკალურად შეცვლა. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არ მოვაკლებდით მცდელობას, თუმცა, ასეთ ვითარებაში, მე პირადად ვერავითარ რესურსს ვერ ვხედავ, რომ ვითარება რადიკალურად შეიცვალოს.
კომუნიკაციის მცდელობები იყო მთელი ამ წლების განმავლობაში, თუმცა, სამწუხაროდ, ნაბიჯები არ გადმოდგმულა. ერთადერთი მიზეზი, რაც ქმნიდა სირთულეებს, იყო ის, რომ ადამიანები არიან დევნაში ოფიციალურად საქართველოში და ესენი იკავებენ მაღალ თანამდებობებს უკრაინის ხელისუფლებაში. ეს ვითარება გვაქვს, წლებია. ჩვენ რა თქმა უნდა, არაერთი ნაბიჯი გვაქვს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გადადგმული, მეგობრული ურთიერთობებიც კი იყო ჩამოყალიბებული უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის და შემდეგ, ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდებოდა, თუმცა, იქითა მხრიდან არ იდგმებოდა არავითარი ნაბიჯი და აქ გვაქვს ლოგიკური ეჭვები, რომ კოორდინაციას ჰქონდა ძალიან მყარი საფუძველი