რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო საქართველოში ხელისუფლების მოწვევით იმყოფებოდა. ამის შესახებ მან საკუთარ Youtube არხზე ისაუბრა.
“განჯაში ვიყავი და ვუთხარი, რომ ჩასვლა მინდოდა საქართველოში, მაგრამ მანდ კორონავირუსია, როგორ მოხერხდება-მეთქი. საქართველოს ხელისუფლებაში მყავს კარგი ნაცნობები. მითხრეს, როგორ თუ არ მოხერხდება და აი, ჩავედი საქართველოში. საზღვართან ცოტა ხნით შევყოვნდი, გავიარე კორონავირუსისთვის ყველა საჭირო შემოწმება და აღმოვჩნდი თბილისში. ბოდიშს ვუხდი ჩემს მეგობრებს, რომელთაც ამის შესახებ არ შევატყობინე. ეს იყო დახურული შეხვედრა, შევხვდი რამდენიმე პოლიტიკოსს. დიახ, არის დისკუსიები, არის კითხვები, რომელიც უნდა განვიხილოთ”, — აღნიშნავს შევჩენკო.
მისი თქმით, ხედავს საქართველოში პოლიტიკოსებს, რომელთაც აქვთ საუბრის მზაობა. შევჩენკომ საქართველოში სულ სამი დღე გაატარა.
ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ არ იციან, ვინ არის მაქსიმ შევჩენკო და არც ის იციან, რა მიზნით იმყოფებოდა საქართველოში.
მსგავსი სტატიები
- 96
ტელეკომპანია "მთავარის" ცნობილი სახე, ტელეწამყვანი თეა ადეიშვილი გუშინ, "პისტფაქტუმში" გიორგი გააბუნიას მონოლოგს ეხმაურება დედაზე და წერს: "ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანია მხოლოდ სახელს რომ ახსენებ და ყველა ხვდება ვის გულისხმობ, მის საქმეს, მის სტილს, მის მანერას, მის დანატოვარს - მისი სახელი ქვია და ხახლში მათ ერთდროულად აღიქვამენ დიდ და მიუწვდიმელ…
- 96
"ცუდი მენეჯერი, თუ შულერი?! გვითხრა რომ წავიდა... საკითხავად 15-გვერდიანი წერილი და მოსასმენად 1-საათიანი ინტერვიუ დაგვიტოვა. დაგვამადლა მენეჯერული სუპერ თვისებები, მილიარდიანი ქველმოქმედება და კიდევ უფრო დიდი ქველმოქმედება, რაც თურმე მისი პოლიტიკაში ყოფნა ყოფილა. აღარ დამირეკოთო თქვა და კარი გაიჯახუნა… წავიდა, არწავიდა, სად წავიდა - გვირილას ფოთლების პუტვას და მარჩიელობას თავი რომ დავანებოთ, საინტერესოა დავფიქრდეთ მართლა რა დაგვიტოვა…
- 96
ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება კადრები, რომელიც საკუთარი თვალით ვიხილე გუშინ ბუკნარში: მას შემდეგ, რაც მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სოფლის ცენტრისაკენ სირბილით წავიდნენ - სადაც ადგილობრივი ქრისტიანები იყვნენ შეკრებილნი - მე პოლიციის კორდონის უკან ვიდექი და შესაბამისად, სოფლის ცენტრისკენ სირბილით მიმავალი დემონსტრანტების თავში მოვექეცი - რაც შემეძლო მივრბოდი,…
- 96
ვურჩევდი წულუკიანს, რომ სიტყვები „ამომრჩეველი“ და „ღალატი“ ერთდროულად არ იხმაროს- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა “ახალ თაობასთან” ისაუბრა.ვურჩევდი წულუკიანს, რომ სიტყვები „ამომრჩეველი“ და „ღალატი“ ერთდროულად არ იხმაროს. მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს. იმიტომ, რომ ზუსტად მისი კანტორა იყო და პირადად ის ერთ-ერთი, ვინც ყველაფერ აკეთებდა, რომ…