ჩხენკელის მტკიცებით, რომ არა ივანიშვილი საქართველოში ქუთაისის უნივერსიტეტის “რანგის” სასწავლებელი ვერ იარსებებდა

საქართველოს განათლების მინისტრობის კანდიდატიის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2020 წელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტი გაიხსნა. მისი მტკიცებით, რომ არა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში “ამ რანგის” უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა.

“[უნივერსიტეტის] იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. საქართველოში ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა, რომ არა მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც ერთ მილიარდ ევროს შეადგენს. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა. ეს არის ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ვითარდება დასავლური სტანდარტებით” — განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტმა ოპერირება დაიწყო, ხოლო მომდევნო წლებში იქ გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისთვის და თითოეული მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე იქნება დაფუძნებული.

დღეს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ოფიციალურად პარლამენტმა მუშაობა 11 დეკემბერს დაიწყო. ამის პარალელურად, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს. ქართული ოცნება ამბობს, რომ ყველა ასეთ პარტიას მანდატები გაუუქმდება, ხოლო დაფინანსება შეუწყდება. მმართველი ძალის განცხადებითვე, ისინი დააინიცირებენ კანონპროეტქს, რომლის თანახმადაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 86
    უნიჭობა პირდაპირ კავშირშია უტიფრობასა და უღირსებობასთან„განვლილმა წლებმა დამარწმუნა, რომ უნიჭობა პირდაპირ კავშირშია უტიფრობასა და ღირსების არქონასთან – უღირსებობასთან. ნიჭის დეფიციტს მავანი ისეთი უტიფარი ქცევით ავსებს, რომ ბოლოს ღირსებას კარგავს, რაც ადამიანური სახის დაკარგვის ტოლფასია,- ნათქვამია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯრომარის მიერ გამოქვეყნებულ წერილში. როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, სწორედ უნიჭობის, უტიფრობის და ღირსებაზე უარის თქმის ნათელი გამოვლინებაა ყველა ის „საქმენი“, რასაც ოპოზიციისგან…
    Tags: და, რომ, არ, ეს, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 86
    პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი და გამარჯვებული- ივანიშვილი"ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები.“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში. „ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში, ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც დარწმუნებული ვიყავი ქართველი ხალხის განწყობასა…
    Tags: და, რომ, არ, ეს, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 86
    "ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის დიდ ქველმოქმედად"-კალაძე"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კახი კალაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას ეხმაურება და პარტიის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის დამსახიურებებზე საუბრობს: "არასდროს დაუმალავს, რომ პოლიტიკაში შემოსვლა მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისთვის სასიცოცხლო აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. ბიძინა ივანიშვილის მთავარი დაპირება იყო არა ვინმეს დამარცხება და შურისძიება, არამედ საქართველოს გამარჯვება და წინსვლა. ბიძინა…
    Tags: და, ბიძინა, იყო, ქვეყნის, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 86
    "წულუკიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ არჩევნებზე დომხალი ყოფილიყო“ – ხათუნა გოგორიშვილივურჩევდი წულუკიანს, რომ სიტყვები „ამომრჩეველი“ და „ღალატი“ ერთდროულად არ იხმაროს- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა “ახალ თაობასთან” ისაუბრა.ვურჩევდი წულუკიანს, რომ სიტყვები „ამომრჩეველი“ და „ღალატი“ ერთდროულად არ იხმაროს. მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს. იმიტომ, რომ ზუსტად მისი კანტორა იყო და პირადად ის ერთ-ერთი, ვინც ყველაფერ აკეთებდა, რომ…
    Tags: რომ, და, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა