ოზურგეთსა და გროზნოს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს – რუსეთის ორი გუბერნიის ხელმძღვანელობა ერთმანეთს განადგურებით ემუქრება

გასული კვირის მიწურულს ისედაც დაძაბული ვითარება, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოსა და გურიის დედაქალაქ ოზურგეთს შორის კიდევ უფრო გამწვავდა.

მდგომარეობის ესკალაცია ორივე გუბერნიის პირველი პირების, რამზან კადიროვისა და ლავრენტი ბიგვავას სოციალურ ქსელში წაკიდებამ გამოიწვია და სიტუაცია ფაქტობრივად ჩიხში შეიყვანა.

ოზურგეთის სულიერ ლიდერ აიათოლა ლავრენტისა და კადიროვის დაპირისპირება ამ უკანასკნელის სოციალურ ქსელებში აქტივობას მოყვა.

ანუ მას შემდეგ რაც კადიროვი ტყუილსა და ფუჭ მატრაბაზობაში ამხილეს – მას ბიგავავამ მოუწოდა საერთო სამშობლოს-დიდი რუსეთის დასაცავად კარგი იქნებიდა თუ ჩეჩნეთის ლიდერი უშუალოდ ჩავიდოდა ოკუპირებულ დონბასში და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ როსტოვის ტერიტორიაზე დადგმული სცენებით.

რასაც ჩეჩნეთის დე ფაქტო ლიდერის აღშფოთება მოყვა, მან ლავრენტი ბიგვავას „კანცელარიის ვირთხა“ და „ბიუჯეტჭამია უწოდა“ კონკრეტულად კი კადიროვმა აიათოლა ბიგვავას კუთვნილ მოცვის პლანტაციას შეეხო და აღნიშნა, რომ ის, „აწარმოე საქართველოს“ პროექტიდან საეჭვო გარიგებების შედეგად დაფინანსდა და მის განხორციელებას ანასეული ნარუჯას საზღვარზე მრავალსაუკუნოვანი წაბლები და უნიკალური ხეები შეეწირა:

„შენ ხომ არ გგონია ბაბუაჩემის დარგული წაბლების მოთხრა დამავიწყდა, მაგ მოცვის პლანტაციას და წაბლებს გაგთ.. ერთ ადგილასო“ წერს კადიროვი.

ეს ვერ მოითმინა ოზურგეთელთა დე ფაქტო პირველმა პირმა და კადიროვი ჩეჩნების გენოციდში დაადანაშაულა.

ამან თურმე „თლად გადარია“ გროზნო. კადიროვი სასწრაფოდ როსტოვიდან (სადაც ვითომ ომობდა) ჩეჩნეთში დაბრუნებულა და ახლა ჯარს აგროვებს ოზურგეთის დასალაშქრად.

როსტოვი-გროზნოს გზიდან კი მან ბიგვავას ანასეულის უმაღლესი სასწავლებელი გაახსენა, რომლის მეშვეობითაც, როგორც ჩეჩნეთის ლიდერი მიიჩნევს, ნახევარ გურიას ჯიბეში ყალბი დიპლომი უდევს და სწორედ ანასეულის „კურსდამთავრებულთა“ ნამოღვაწარია გურიაში დღეს არსებული კორუფცია და ნეპოტიზმი.

აღნიშნული დაპირისპირება გუშინ აბაშიძე კარასინის არაოფიციალურ შეხვედრაზეც განიხილეს კვიპროსში და მხარეებს მოთმინებისაკენ მოუწოდეს.

„პირველი აპრილი“

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share