რუსული არმიის წარუმატებლობა – პუტინის ომის 37-ე დღე უკრაინაში

რუსეთის მარცხი, ისევე როგორც კრემლის არმიის სისასტიკე, სულ უფრო აშკარა ხდება. ბოლო დღეების განმავლობაში რადიკალურად გაიზარდა რუსული არმიის სისასტიკისკენ მიმართული მოქმედებები, რომლებსაც არც ტაქტიკური და არც სტრატეგიული მნიშვნელობა აღარ აქვს.

პუტინის ურდო, რომელიც იძულებულია უკან დაიხიოს, ანადგურებს ყველა დასახლებულ პუნქტს, რომელიც დროებით ჰქონდა დაკავებული და ამ სისასტიკის შედეგად სულ უფრო იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.

უკრაინის ფრონტისპირა ქალაქებში ცხოვრება სრულიად არაადამიანური გახდა. კიევსა და ხარკოვში ორსული ქალებიც კი ფაქტობრივად ჭურვების წვიმის ქვეშ მშობიარობენ. მიწასთან გასწორებულ მარიუპოლს კი ბოლო მცხოვრებლები ტოვებენ, თუმცა აზოვის მებრძოლები დანებებას არ აპირებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share