ხმაურია ამ წუთებში ალტ-ინფოს ჩოხატაურის ოფისის წინ, სადაც შეკრებილები არიან მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ ალტ-ინფოს ოფისის გახსნას.
ამ წუთებში ოფისთან მისულ მოქალაქეებს რამდენიმე პიროვნება ეკამათება, რომლებიც ალტ-ინფოს წარმომადგენლები არიან.
ერთ-ერთი მათგანია სოსო თოხაძე, რომელიც მოქალაქეებს წარუდგა, როგორც ამ ოფისის მომავალი ხელმძღვანელი.
მოქალქეებმა რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს მას. მაგალითად, არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე ან ვის გულშემატკივრობს ის რუსეთ-უკრაინის ომში, რაზეც ბატონმა სოსომ პასუხი ვერ გასცა. მისი თქმით, ის დაელოდება საერთაშორისო სასამართლოს დასკვნას და მხოლოდ ამის შემდეგ ისაუბრებს რუსეთ-უკრაინის ომში დამნაშავეებზე.
ხოლო რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს, ალტ-ინფოს ოფისში მიიჩნევენ, რომ ის საქართველომ დაიწყო.