ქართული ოცნების წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ტერმინი “ბავშვთა შიმშილობა” არასწორია. მისი თქმით, ასეთი დეფინიცია არ არსებობს და იგი არც სიმართლეს არ ასახავს. ამის შესახებ მან ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
“ხშირად არის საუბარი ბავშვთა შიმშილობაზე. მე დავაზუსტებდი, ეს არასწორი ტერმინია. ასეთი დეფინიცია არ არსებობს და არც რეალობას არ ასახავს. უფრო სწორი იქნება, რომ ბავშვთა არასრულფასოვან კვებაზე ვისაუბროთ. ეს ნამდვილად პრობლემაა. ხომ არ ფიქრობთ, რომ დროა შევეჭიდოთ არცთუ ისე მცირე ბიუჯეტიან საკითხს სკოლაში ბავშვთა კვების თაობაზე? საწყისს ეტაპზე, დაწყებით კლასებში მაინც რომ გვეფიქრა ამაზე”, — განაცხადა მან.