მისი თქმით, შემთხვევა 16:50-ზე მოხდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.
„დღეს 16:50-ზე რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა სარაკეტო თავდასხმა ქალაქ მირგოროდზე მიიტანეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვამ მოახერხა რამდენიმე ფრთოსანი რაკეტის განადგურება.
თუმცა დაბომბვის შედეგად ბილიკი, აეროდრომის ინფრაქტრუქტურა დაზიანდა და ნავთობის საწყობს ცეცხლი მოეკიდა.
დაზარალებულთა რიცხვი მოწმდება“, – წერს დმიტრო ლუნინი ტელეგრამში.