ოზუგეთელი სპორტსმენების კიდევ ერთი წარმატება – ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო საქართველოს პირველობიდან

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 17 წლამდელთა შორის, რომელსაც ქალაქ ხაშური მასპინძლობდა.
ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს და წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა
 ჩემპიონის ტიტული და შინ ოქროს მედალი ავთანდილ მამალაძემ წამოიღო ( 60კგ.)
 ვერცხლი და მეორე საპრიზო ადგილი ლუკა ჯანელიძემ ( 51კგ) და საბა მახარაძემ ( 71კგ) აიღეს
 ბრინჯაოს კი ლუკა კილაძე ( 45კგ) , ზურა სადრაძე( 55კგ) და გიორგი ბერიძე ( 48 კგ) დაეუფლენ.
 მოჭიდავეები ჩემპიონატისთვის მოამზადეს : ძმებმა ზურაბიანებმა, კობა ბალავინოვმა, გურამ მაჭარაშვილმა, კახაბერ აბაშიძემ, ლაშა გუჯაბიძემ, ფრიდონ და გურამ აბაშიძეებმა, ლაშა ქადეიშვილმა, ლაშა დოლუძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share