„ქართული ოცნების” დეპუტატის სოზარ სუბარის ინფორმაციით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები ძალაშია, თუმცა მომდევნო შეხვედრის თარიღი ცნობილი არ არის.
მისივე თქმით, სივრცე მოლაპარაკებებისათვის არსებობს, თუკი ულტიმატუმები არ იქნება.
„თუკი საუბარი იქნება რევოლუციასა და ვადამდელ არჩევნებზე, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მოლაპარაკებები აზრს კარგავს”,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.