ექსპერტი არჩილ გამზარდია მთავრობის მიერ შეზღუდვევის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას საკუთარ ფეიბუკ გვერდზე ეხმიანება და წერს:
“მავნებელო ხელისუფლებავ, არც ტრანსპორტს რომ არ ხსნით და არც ბაზრობებს, მხოლოდ ღარიბ ხალხს ურტყამთ ხომ თქვე ფაშისტებო?
და როდესაც ვამბობ, რომ გენოციდს ცდილობს ხელისუფლება მეთქი, არ მეთანხმებით…
მიზანმიმართულად ღარიბების კიდევ უფრო განადგურება გენოციდი არ არის?
კიდევ ერთხელ ვიმეორებ – “ქართული ოცნება” მოსახლეობის გენოციდის რეჟიმშია და უნდა მიიღოს ის პასუხი, რასაც ტირანი ხელისუფლება იმსახურებს…
ეს ოპოზიციური პარტიები კიდევ რას გვიკეთებთ ამ ქვეყანაში? პროტესტსაც აღარ გამოთქვამთ, თავზე რომ დაგვახია ყველა უფლება და სიცოცხლისუნარიანობა რომ წაგვართვა ხელისუფლებამ. სიღარიბის ნიშნით ხელისუფლება გენოციდს რომ ეწევა და თქვენ დგახართ და კეკლუცობთ კიდევ ამომრჩეველთან. ეს ხალხია თქვენი ამომრჩეველი, არც გადაადგილების უფლება რომ არ აქვს უმრავლესობას, არც გაყიდვის, არც ყიდვის, არც სამართლის, არც არსებობის. ხალხი ხომ დაგვამონეს და ოპოზიცია რომ იძახით, მებრძოლები ვართო, დადექით და მოიფიქრეთ რამე, ყველაფერი ჩამოგვამხო ხელისუფლებამ, რისი ჩამომხობაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა.”- წერს გამზარდია.