შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ოპოზიციამ “კეთილი უნდა ინებოს” და პარლამენტში შევიდეს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქვეყნისთვის არის ეს ფაქტი ცუდი და მნიშვნელობა არ აქვს – კონკრეტულად გომელაური პარლამენტში ოპოზიციის არყოფნით კომფორტულადაა თუ არა.
“ძალიან ცუდია პირველ რიგში ქვეყნისთვის. მე ახლა კომფორტულად ვიჯექი შიგნით თუ დისკომფროტს ვგრძნობდი, ეს სხვა თემაა, ქვეყნისთვისაა ძალიან ცუდი და ამ ხალხმა კეთილი უნდა ინებოს, ხმა რომ მისცა მოსახლეობამ, უნდა მობრძანდნენ, დაიკავონ სკამები და იმუშაონ, გააკეთონ ის, რაც მათმა ამომრჩეველმა დაავალა, ეს არის დისკომფორტი და არა ის, გომელაური შიგნით კომფორტულად იჯდა თუ დისკომფროტით”, – თქვა მან.
ყველა ოპოზიციური პარტია ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს, მათმა უმრავლესობამ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და ისინი ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
მსგავსი სტატიები
- 92
იყო დრო, როდესაც მოსყიდვაზე, მუქარასა თუ გაყალბებაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში ერთ მთავარ იარაღს იყენებდა: მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით ხალხის შეშინებას წელს ეს მეთოდი ძველებური ინტენსივობით აღარ გამოუყენებია, მთავარი ფსონი უკვე საბოლოო გაყალბებაზე ჰქონდა დადებული. ივანიშვილმა ახლა გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, კანონის ძალით, საერთოდ გააქროს პოლიტიკური სივრციდან და…
- 91
„მოგეხსენებათ, ეს წელი იყო რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, გლობალურმა პანდემიამ ფაქტობრივად გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს და ცალკე აღებულ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული…
- 90
უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ყირგიზეთს რეფორმებით დაეხმაროს. როგორც ყირგიზული მედია იუწყება, ამის შესახებ „ფეისბუქზე“ექსპერტმა, ჟაპარ უსენოვმა დაწერა. უსენოვის თქმით, სააკაშვილმა საკუთარ სახლში მიიპატიჟა, სადაც „შეხვედრას ესწრებოდნენ მისი თანამებრძოლებიც – მარგულან სეისემბაი და ზურაბ ადეიშვილი“. „ხდება, რომ ადამიანი წარმოგიდგენია ერთი სახით, ხვდები მას ცხოვრებაში,…
- 90
"რომ გარდაიცვლება მაინც 7% ექნება რეიტინგი"- თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა თეა წულუკიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე. "მე მინდა გავიხსენო, ჩვენ გვყავს, ქართველები უნიკალური ხალხი ვართ და აქაც ამით გამოვირჩევით, მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსია და ისიც ქართველია რომელიც, რომ გარდაიცვლება მაინც 7% ექნება რეიტინგი. ეს ადამიანი ძველ დროში, ნაციონალები რომ იყვნენ…