როჰაკი: საქართველოს ბოლო არჩევნებში ევროკავშირი შესამჩნევად პასიურია

“საქართველოს ბოლო არჩევნებში ევროკავშირი შესამჩნევად პასიურია”-ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის მკვლევარი, დელიბორ როჰაკი ამის შესახებ ამერიკის ხმას ესაუბრა.

“წარსულში, 2012 წელს ევროკავშირის ჩართულობამ, დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ თბილისში ხელი შეუწყო ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას. სხვაც ბევრი მაგალითი ვიხილეთ მოლდოვასა, თუ უკრაინაში, სადაც ევროკავშირმა კრიტიკული როლი ითამაშა ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებაში არჩევნების გზით. თუმცა, საქართველოს უკანასკნელ არჩევნებში ევროკავშირი შესამჩნევად პასიურია და საქართველოს უკუსვლასა და ქართული ოცნების მცდელობას, დარჩეს ხელისუფლებაში, ევროკავშირის ინსტიტუტები წინააღმდეგობას არ უწევენ.”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share