ორი დღეა ინტერნეტ–სივრცეში აქტიურად ვრცელდება ბუჩის სისხლისღვრის კადრები, ის სისასტიკე რაც რუსმა ოკუპანტებმა ჩაიდინეს მთელმა მსოფლიომ იხილა.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მოკლული ქალის ხელმა წითელი ფრჩხილის ლაქით. მისი ვინაობა ხელის ფოტოს ნახვისთანავე ნაცნობმა დაადგინა.
მოკლულს ირინა ერქვა, ის ჯერ კიდევ 23 თებერვალს ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობდა. მან 23 თებერვალს ვიზაჟისტი ანასტასია მოინახულა და სწორედ ის მანიკიური გაიკეთა, რომელიც ფოტოზეა ასახული. ირინა ანასტასიამ ამოიცნო:
“ფოტოს ნახვისთანავე ვიგრძენი უდიდესი სევდა. ირინა ჩემთან ვიზაჟის გაკვეთილებზე დადიოდა. ბოლოს ომის დაწყების წინა დღეს იყო მოსული. ირინა უბედნიერესი იყო, იმიტომ რომ პირველად ცხოვრებაში მაკიაჟის გასაკეთებლად პირადი ნივთები შეიძინა, რომელიც ერთად შევარჩიეთ. ყოველ დღე სამსახურში იჯდა და ჩვენს გაკვეთილებს დიდი მონდომებით ამუშავებდა. ყოველ დილას კი იწყებდა იმაზე საუბრით თუ როგორ შეუფასეს მას ახალი მაკიჟი და რა მშვენივრად გრძნობდა თავს, მას უბრალოდ ცხოვრება სურდა. კიდევ რამდენი ნაცნობი, კლიენტი, ადგილობრივი უნდა მოკვდეს, რომ მსოფლიომ გაიღვიძოს და რუსეთი დასაჯოს”.